ჰოლმსის უპირატესობები
ჰოლმსის შესახებ
უპირატესობები

ყველაზე მეტი ქართულენოვანი დოკუმენტი

ჰოლმსის ინდექსი მოიცავს ქართულენოვანი დოკუმენტების ყველაზე დიდ ბაზას. სხვა საძიებო სისტემებისგან განსხვავებით თქვენ გაწვდით შედეგების ზუსტ რაოდენობას და ეს რიცხვი არ იცვლება/მცირდება შედეგების შემდგომ გვერდებზე გადასვლისას;

მხოლოდ უნიკალური დოკუმენტები

ჰოლმსს შეუძლია დაადგინოს დოკუმენტების დუბლიკატები - როგორც განსხავვებული ვებ-მისამართების მქონე დოკუმენტების იდენტურობა, ასევე ტექსტში მცირე სხვაობის მქონე დოკუმენტების მსგავსება. დუბლიკატები ანუ ყოვლად ზედმეტი და უსარგებლო დოკუმენტები გამოირიცხება ძიების შედეგებიდან;

ჰოლმსის მიერ ხდება ძიების შედეგების დაჯგუფება საიტის მიხედვით. ყოველი საიტიდან ჩანს მხოლოდ ერთი, ყველაზე რელევანტური შედეგი, თუმცა შესაძლებლობა გექმნებათ მიჰყვეთ შესაბამის ბმულებს და ძიების ყველა შედეგი თქვენთვის საინტერესო საიტიდან;

ძიება ყველა სიტყვა-ფორმის გამოყენებით

ქართული ენა გამოირჩევა სიტყვა-ფორმების სიმრავლით. არსებით სახელებს გააჩნიათ მხოლობითი, ებ-იანი და ნარ-თანიანი მრავლობითი ფორმები, 7 ბრუნება, თანდებულიანი ბრუნვები, ერთვის ნაწილაკები, ერთი არსებითი სახელისგან იწარმოება მეორე არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი და პირიქით... ჰოლმსი ითვალისწინებს ქართული ენის მრავალფეროვნებას და ძიებას აფართოებს სიტყვების ყველა ფორმით, ბრუნებით ...

მაგალითად თუ კი თქვენ მოძებნით სიტყვას "თანამგზავრი" ჰოლმსი ძიების შედეგებს გააფართოებს რამდენიმე ათეულ სიტყვამდე - თანამგზავრმა, თანამგზავრს, თანამგზავრის ... თანამგზავრები, თანამგზავრების ... თანამგზავრზე, თანამგზავრიდან, თანამგზავრამდე ... თანამგზავრულ, თანამგზავრული;

გრამატიკული შესწორება

არცთუ ისე იშვიათი საძიებო სიტყვის აკრეფისას შეცდომის დაშვება, შესაძლოა რომელიმე ასო გამოგრჩეთ, რომელიმეზე ორჯერ დაგეჭიროთ ან "თ"-ს მაგივრად აკრიფოთ "ტ", რადგან "Shift"-ის კლავიშს ვერ დააჭირეთ.

ჰოლმსი აანალიზებს დოკუმენტებში გამოყენებული სიტყვების სიხშირის თანაფარდობას, ქართულად წერისას ყველაზე დაშვებული შეცდომებს და გთვაზობთ საძიებო სიტყვის კორექტულ ვარიანტს. მაგალითად თქვენ თუ სიჩქარეში აკრიფეთ "ტბილისი" ჰოლმსი შემოგთავაზებთ სიტყვას - "თბილისი", თუ აკრიფეთ "ბავსვი" ჰოლმსი შემოგთავაზებთ სიტყვას - "ბავშვი";

ინფორმაცია ჰოლმსის უპირატესობების, შესაძლებლობების და მუშაობის პრინციპების შესახებ მუდმივად შეივსება